მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
მერიის თათბირი

 

მერიის სამუშაო თათბირი 8.08.2018
08 აგვ 2018
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოადგილესთან ლაშა ლობჯანიძესთან ერთად სამსახურის უფროსებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სამუშაო თათბირი გამართა. სამუშაო შეხვედრას ასევე, ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი.

შეხვედრაზე ზაურ ტაბატაძემ მოისმინა  სამსახურების მიერ, გასულ კვირას გაწეული სამუშაოები შეაჯამა და მერის წარმომადგენლებისგან სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე ამ ეტაპზე არსებული პრობლემები მოისმინა. 

თათბირზე, ისაუბრეს სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით,  რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა მერის მოვალეობის შემსურლებლისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს. სოფელ ბეითარაფჩში, აღამამედლოში, ცოფში, ახკერპსა და  დამიაში სასმელი წყლის ჭაბურღილი ტუმბოს საჭიროება დასახელდა, ამ ეტაპზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

სხდომაზე ასევე, გნიხილეს  მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და არსებული მდგომარეობა.

დღევანდელ თათბირს ესწრებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვემო ქართლის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი გერონტი სივსივაძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ფაროსანას შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და გამოწვეულ საფრთხეებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ფაროსანასთან დაკავშირებით შეტყობინებები ძირითადად სოფელ წრეთლიდან შევიდა. აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები, მერიასთან კოორდინაციით  მოსახლეობასთან ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები მას შემდგე რაც დეტალური შეხვედრების გარაფიკი შედგება.

თათბირს ასევე, ესწრებოდა საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსი ალექსანდრე შუკაკიძე, რომელმაც  სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის პრობლემებზე  ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ წყლის სეზონი უკვე  5 თვეა  მიმიდინარეობს, ამ ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი პრობლემა  არსად არ დაფიქსირებულა, სერვის ცენტრისთვის მსგავსი ფაქტის შესახებ მიმართვიანობა არ ყოფილა. მან ძირითად პრობლემად სარწყავი წყალთან დაკავირებით წყალმომხმარებლების მხირდან სერვიცენტრებთან ხელშეკრულების არ დადება დაასახელა.  რეგულაციის შემოღებმადე სერვისცენტრის თანამშრომები, პირადად მიდიოდნენ წყალმომხმარებლებთან და ასე ხდებობდა ხელშეკრულების დადება. დღეის  მდგომარეობით მოქალაქეს რომელსაც სურს წყალი გამოიყენოს სასოფლო სამეურეო სავარგულების მოსარწყავად თავად უნდა გამოცხადდეს სერვის ცენტრში და გააფორმოს ხელშეკურლება ინდივდუალურად. სარწყავ წყალთან დაკავშირებული ხელშეკრულების გარეშე წყლით სარგებლობა იდენტიფიცირდება, როგორც სარწყავი წყლის დატაცება. აღნიშნული შემთხვევაში მოქალაქე ჯარიმდება, პირველ ჯერზე 250 ლარით, ხოლო განმეორების  შემთხვევაში 500 ლარით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გაგრძელედება მოსახელეობის ინფორმირება, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას მერიაც მიიღებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5161
 
 
 
მერიის თათბირი
აგვ 29 ხუთ 2019
3709
დეკ 13 ხუთ 2018
4879
მარ 06 სამ 2018
5485
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031