მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

დასრულებული ინფრასტრუქურული პროექტები წერაქვში
23 თებ 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადასხვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
2016 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  სოფელ წერაქვში მოეწყო გარე განათების სისტემა.
გარდა ამისა, საგზაო ინფრასტრუქუტული პროექტის ფარგლებში მოხდა გზის მოხრეშვა სოფელ ჯანხოში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ეკონომიების ხარჯზე,  2017 წლის იანვრის თვეში სოფელ წერაქვში შეძენილი იქნა  სპორტული ინვენტარი, ხოლო სოფელ სიონში სარიტუალო კონსტრუქციები.
რაც შეეხება,  მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტებს სოფელ სიონში რეაბილიტირდა კულტურის სახლის შენობა, რომლის ღირებულება 24 285 ლარს შეადგენს.
წერაქვის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ წერაქვთან მისასვლელი და სოფელ სიონში შიდა გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი გახლავთ, რომლის ფარგლებშიც რკინა-ბეტონის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 199 777 ლარს შეადგენს, ხოლო  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 200 ლარი იქნა გამოყოფილი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5491
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
4882
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930