ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩის №71/73-ში, ახლადაშენებული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ახალი სკვერი მოეწყო.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მუნიციპალიტეტში სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება, დასასვენებელი სივრცის არ არსებობის გამო მიიღო.
პროექტის ფარგლებში გამწვანდა აღნიშნული ტერიტორია ბალახითა და ბუჩქოვანი ხე-მცენარეებით, რომლისთვისაც მოეწყო მიწისქვეშა სარწყავი სისტემა. რაც შეეხება სკამებს, სკვერში სკამების განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილები, ისეა შეჭრილი მწვანე ზოლში, რომ დამსვენებლისათვის/მკითხველისათვის შეიქმნას მაქსიმალურად იზოლირებული და მყუდრო გარემო.
სკვერის ტერიტორიაზე ასევე განხორციელდა, მცირე ზომის ერთ სართულიანი კაფის მშენებლობა ტერასით, რომელიც გათვლილია მხოლოდ მზა პროდუქციისა და უალკოჰოლო სასმელის რეალიზაციისათვის.
ყველაზე სასიამოვნო სიახლე კი მძღოლებისთვის არსებული ბიბლიოთეკის შენობის უკანა ტერიტორიაზე გათვალისწინებული ახალი ავტოსადგომია, რომელიც ასფალტობეტონის საფარით მოეწყო.
ამასთან, ურბანული თვალსაზრისით, სკვერის ტერიტორიის მთლიან ნაწილზე დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სანაგვე ურნები, მოეწყო ე.წ. სასმელი წყლის სოკო და მოხდა უკვე არსებული საპირფარეშოს მცირე ნაგებობების დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობა.
ახალი დასასვენებელი სივრცე ხელს შეუწყობს მარნეულის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას.
ფართომასშტაბიანი თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტიდან 280 000 ლარი გამოიყო.
ინფრასტრუქტურული პროექტები
მარნეულში ახალი სკვერი მოეწყო
15 თებ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5508
სიახლეები
აპრ 03 ოთხ 2024
406
აპრ 22 ოთხ 2020
15577
აპრ 22 შბ 2017
28790
იან 09 ორშ 2017
28359
აგვ 30 სამ 2016
30371
აგვ 27 შბ 2016
29662
სექ 02 პარ 2016
28067
აგვ 26 პარ 2016
27571
აგვ 30 სამ 2016
25719