მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დამია-გეურარხში
24 იან 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის დამია-გეურარხის ადმინისტრაციულ ერთეულში, მსგავსად სხვა ადმინისტრაციული ერთეულებისა, 2016 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
გასულ წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ დამია-გეურარხში და სოფელ ახლოლალოში მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემები.( პროექტის ღირებულება  სოფელ  დამია-გეურარხში 25 845, ხოლო ახლოლალოში  6114 ლარი შეადგინა).
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ახლოლალოში მოიხრეშა  შიდა გზები, რომლის ღირებულებამ  7468 ლარი შეადგინა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდა სოფელ დამია-გეურარხშიც, რომლის ღირებულება 394 317 ლარი იყო. ხოლო სოფელ ახლოლალოში მოეწყო სასმელი წყლის შიდა დაქსელვა.
აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა ცენტრალიზირებული სასმელი წყლის ქსელი. დასაწყისისთვის, პრობლემის მოსაგვარებლად სოფელში 7 851 მ-იანი სიგრძის ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა, ხოლო შემდგომ აღნიშნულ მაგისტრალზე ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება  მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება 134 987 ლარს შეადგენს.
სასმელი წყლის შიდა ქსელი მოეწყო სოფელ კიროვკაშიც, რომლის ღირებულება 88 397 ლარს შეადგენდა,  ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასევე სოფელ კიროვკაში  განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, რომლის ღირებულება 17 370 ლარი იყო.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რეაბილიტირდა სოფელ დამიაში სასმელი წყლის ქსელიც. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ ჯამში  8 084 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ  წელსვე გარემონტდა სოფელ დამია-გეურარხში, საჯარო სკოლის შენობაში  არსებული სკოლამდელი აღზრდის ცენტრისთვის განკუთვნილი  ოთახები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4539
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
3509
 
 
სიახლეები
2022 აგვისტო
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031