მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ინფრასტრუქტურული პროექტები

 

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ალგეთში
20 იან 2017
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს სხვადსახვა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 3 სოფლის: ალგეთის, საბირკენდის და  თაზაკენდის გზა მოიხრეშა. აღნიშნული პროექტები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელთა ღირებულება სოფელ ალგეთში - 41 911, საბირკენდში - 30 243, ხოლო  თაზაკენდში - 24 272 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ სოფლებში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში ასევე მოეწყო ქუჩების გარე განათების სისტემები. (პროექტის ღირებულება ალგეთში -26 000, საბირკენდში 19 307, ხოლო სთაზაკენდში 10 000 ლარს შეადგენა.)
გასულ წელს, სოფელ ალგეთში ახალი ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანიც მოწყო.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა სოფელ თაზაკენდში, რომლის დაფინანსებაც  ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 84 500 ლარით განხორციელდა. ხოლო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში სოფელ თაზაკენდში მოხდა სასაფლაოს შეღობვა, რომელიც 3 867 ლარით დაფინანსდა.
წელსვე, სოფელ აზიზკენდში, სარწყავი არხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპიც დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი სოფელ ალგეთში 150 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაა. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და 2017 წლის ივლისში დასრულდება. საბავშო ბაღის მშენებლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხდება, რომლის საერთო ღირებულება 631 000 ლარს შეადგენს.

 

 

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3084
 
 
 
ინფრასტრუქტურული პროექტები
თებ 21 ხუთ 2019
959
 
 
სიახლეები
2019 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031