მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
განცხადება

 

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო
21 დეკ 2016
 

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. ადგილობრივი თვითმმართველობა პატარებს და არამარტო პატარებს უამრავ სიურპრიზს ჰპირდება.
საახალწლოდ მარნეულის  ქუჩები  და სკვერები სხვადასხვა დეკორატიული  სანათებითა და ილუმინაციებით ირთვება.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად მუნიციპალიტეტის მიერ მრავალფეროვანი  საახალწლო პროგრამა შემუშავდა, რომელიც  მიმდინარე წლის 20 დეკემბერს დაიწყო და  2017 წლის 7 იანვარს საშობაო კონცერტით დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის ინიციატივით,  30 დეკემბერს 2 საათის განმავლობაში ქალაქ მარნეულში მოეწყობა საკარნავალო მსვლელობა(თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები). თოვლის ბაბუა, ღია მანქანით, ქალაქის ქუჩებში მოსიარულე პატარებს,  სასაჩუქრე პაკეტებითა   და საახალწლო კონცერტის მოსაწვევებით დაასაჩუქრებს.
31 დეკემბერს, გაიმართება  საახალწლო  გალა–კონცერტი,  რომელიც   გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

ასეთია საახალწლო პროგრამა 22 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით:

22.12.2016 წ – 14:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული ვოკალურ-ინსტრუმენტალური კოლექტივების  საახალწლო კონცერტი.

23.12.2016 წ–13:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული მუსიკალური სკოლის საახალწლო კონცერტი.

28.12.2016 წ–16:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“-თან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლი „დაარქვი რაც გინდა“

30.12.2016 წ –11:00 სთ და 14:00 სთ
მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს მიერ ორგანიზებული  „საახალწლო ნაძვის ხე" (2 სეანსი)
• საახალწლო ფილმის ჩვენება
• გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის
• საჩუქრების გადაცემა

31.12.2016 წ –17:30 სთ–დან
საახალწლო ღონისძიება და გალაკონცერტი ღია ცის ქვეშ

07.01.2017 წ– 12:00 სთ–დან
• ალილო
• მარნეულის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრი“–ს მიერ ორგანიზებული საშობაო კონცერტი

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5345
 
 
 
განცხადება
თებ 27 სამ 2024
164
თებ 21 ოთხ 2024
211
დეკ 15 პარ 2023
626
ნოემ 29 ოთხ 2023
413
ნოემ 24 პარ 2023
404
ნოემ 03 პარ 2023
476
ნოემ 16 ხუთ 2023
440
ნოემ 15 ოთხ 2023
1215
ნოემ 13 ორშ 2023
499
ოქტ 30 ორშ 2023
626
ოქტ 04 ოთხ 2023
688
ოქტ 01 კვ 2023
599
აგვ 20 კვ 2023
705
აგვ 01 სამ 2023
767
ივლ 31 ორშ 2023
1107
ივნ 14 ოთხ 2023
770
თებ 17 პარ 2023
945
იან 16 ორშ 2023
961
იან 10 სამ 2023
946
ნოემ 07 ორშ 2022
1206
ოქტ 20 ხუთ 2022
1176
 
 
სიახლეები
2024 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031