მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

მარნეულში ‘“სახალხო თეატრების ფესტივალი“ გაიმართება
22 სექ 2016
 

მარნეულის მუნიციპალიტეტი „სახალხო თეატრების ფესტივალისთვის“ ემზადება.

სახალხო თეატრების ფესტივალის კვირეული, 24 სექტმებერს 17:00 საათზე ქალაქ მარნეულის კულტურის სახლში გაიხსნება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
ფესტივალის გახსნის ცერემონიის შემდეგ, წარმოდგენილი იქნება კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის სპექტაკლის „დაარქვი, რაც გინდას“ პრემიერა, გოჩა ხვიჩიას რეჟისორობით, რომელიც ამავე ფესტივალის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. 
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი რვა სახალხო თეატრი. 
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ექნება კონკურსის სახე, სადაც გამოვლინდება სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები და გადაეცემათ სპეციალური ჯილდები. 
ღონისძიება მარნეულის „კულტურის ცენტრის“ ინიციატივითა და გამგეობის მხარდაჭერით იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ სახალხო ფესტივალების ჩატარება მარნეულში ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს, რაც ხელს შეუწყობს სახალხო თეატრის წახალისებას და პოპულარიზაციას.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5696
 
 
 
ანონსი
მაი 23 ორშ 2022
1534
აგვ 18 სამ 2020
3099
სექ 13 პარ 2019
4266
სექ 07 შბ 2019
4000
იან 31 ხუთ 2019
4875
ნოემ 06 სამ 2018
5063
თებ 16 პარ 2018
5083
დეკ 14 ხუთ 2017
5684
ნოემ 20 ორშ 2017
6493
ნოემ 13 ორშ 2017
5655
ოქტ 03 სამ 2017
5827
სექ 12 სამ 2017
5502
ივნ 29 ხუთ 2017
5686
ივნ 23 პარ 2017
5718
მაი 15 ორშ 2017
5780
აპრ 20 ხუთ 2017
5953
 
 
სიახლეები
2024 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930