მარნეულის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
ცხელი ხაზი
ანონსი

 

გეპატიჟებით!!!
31 მაი 2016
 

ხვალ, 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებს სხვადასხვა მხიარული აქტივობები და სიურპრიზები ელოდებათ, რომელიც ა.(ა)ი.პ „კუტურის ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდება.

ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე მარნეულის კულტურის სახლის ეზოში, სადაც გაიხსნება სპეციალურად ამ დღისთვის გაფორმებული სივრცე სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებისათვის. 
აქ მოსულ პატარებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კულტურის ცენტრის მხატვარ/მასწავლებლის თამარა ლეთოდიანის, ხალხური რეწვის პედაგოგის თენგიზ კაპანაძის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეების (თექის ნაწარმის შექმნასთან დაკავშირებით) მასტერკლასებს. 
ბაშვებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ხატვისა და ძერწვის კუთხეებს თავად შექმნან და მიიღონ საჩუქრად საკუთარი ნამუშევარი, ასევე შესაძლებლობა ექნებათ გამოძერწონ და მოხატონ თიხის ნაკეთობებს, რომლებიც სამახსოვროდ გადაეცემათ.
კულტურის სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალის მოხალისეების მიერ წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი თექის ნამუშევრების გამოფენა; აღსანშნავია, რომ მოსულ ღონისძიებაზე მოსულ პატარებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მარნეულის ფილიალი სხვადასხვა სიურპრიზით გაახარებს.
ხვალინდელ ღონისძიებაში ჩაერთვება მარნეულში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია DP (Dream Partners), რომელიც ღონისძიებაზე მოსულ პატარებს სახეზე ხატვასა და სხვადასხვა გასართობ აქტივობებს შესთავზებს. 
ასევე, ა.(ა)ი.პ „კუტურის ცენტრთან“ არსებული თანამედროვე ცეკვების ქორეოგრაფიული სტუდია “never stop”-ი პატარებისთვის მოაწყობს ფლეშმობს.
13:00 საათზე, ღინისძიებას შეუერთდებიან მხიარული ანიმატორები, რომელბის ბავშვებს ერთ საათიან გასართობ პროგრმას შესათავზებენ. 
მოეწყობა ფერადი ბუშტების ჰაერში გაშვება, რომლის შემგომაც 14:00 საათზე მაყურებლის წინაშე წარსდგება კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ ინსტრუმენტალური ბენდები.
ღონისძიება დასრულდება საბაშვო ფილმის ჩვენებით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2798
 
 
 
ანონსი
სექ 13 პარ 2019
858
სექ 07 შბ 2019
623
იან 31 ხუთ 2019
1423
ნოემ 06 სამ 2018
1575
თებ 16 პარ 2018
2137
დეკ 14 ხუთ 2017
2608
ნოემ 20 ორშ 2017
2865
ნოემ 13 ორშ 2017
2708
ოქტ 03 სამ 2017
2829
სექ 12 სამ 2017
2603
ივნ 29 ხუთ 2017
2769
ივნ 23 პარ 2017
2813
მაი 15 ორშ 2017
2885
აპრ 20 ხუთ 2017
2980
 
 
სიახლეები
2020 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930